”თუ ჩვენ შევხედავთ ლარის კურსს დღევანდელი დღის მდგომარეობით, ის არ უნდა იყოს იმ ნიშნულზე, რომელზეც არის. უფრო მეტიც, რამოდენიმე ბანკმა გააჟღერა, რომ უნდა იყოს 2.8-ის ჩარჩოებში. ეს რას ნიშნავს, ვალუტის კურსი შედგება ორი კომპონენტისგან, პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე რეალური მოვლენები და მეორე, მოლოდინები. რეალური მოლოდინები როგორი გვაქვს ეკონომიკაში, ამაზე ციფრები მეტყველებს და არ ვიკამათოთ. რჩება მოლოდინები, ანუ ბაზარი დღეს გვახდევინებს ჩვენ ე.წ. ნეგატიურ მოლოდინის პრემიას და ეს არის ძალიან სამწუხარო.“

განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 2 სექტემბერი.