„ფუნდამეტალური ფაქტორები არის გაუმჯობესებული, თუმცა ამ ეტაპზე სრული სურათის დანახვა არის შეუძლებელი. მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, სხვა თანაბარ პირობებში ლარის ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება.“
განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან.
