„რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობას, როგორც ავღნიშნე, არის დამახასიათებელი მცურავი გაცვლითი კურსისათვის, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, ის სხვადასხვა შოკები, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა დროს მცირე ზომის ღია ეკონომიკისათვის, რომ შთანთქოს ეკონომიკა. გაცვლითი კურსის მოქნილობა ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. საკმაოდ კომპლექსურია გაცვლითი კურსის საკითხები და ბევრი ფაქტორი მონაწილეობს ისევე, როგორც მოლოდინები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები. თვითონ დოლარს თუ შევხედავთ გლობალურად, უკვე მეხუთე დღეა ძლიერდება და მისი ინდექსი არის ძალიან გაზრდილი.“

განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ანალიტიკისჟურნალისტთან საუბარში. 2019 წელი, 24 მაისი.