"ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ჩვენი ბიზნესი იმდენად გაძლიერდა, რომ უკვე გარე ბაზრებზე კონკურირებს. ჩვენ ყველგან - გარე ბაზარზე, საექსპორტო ბაზარზე უნდა შევძლოთ მათი ინტერესების დაცვა. ჩვენ ვართ ძალიან გახსნილები ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მიმართ და მათგან მოვითხოვთ ასეთივე გახსნილ, არადისკრიმინაციულ გარემოს ჩვენი ბიზნესისთვის. თუ ვინმე იჩაგრება საზღვარგარეთ ტენდერებში, თუ რომელიმე ახალი გაუმართლებელი სავაჭრო ბარიერი ან ტექნიკური ბარიერი დახვდებათ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას და ყველა ფორმატს, რომ დავიცვათ ჩვენი ბიზნესი და სამართლიანი პირობები მოვითხოვოთ კონკურენციის ნაწილში".
განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. 5 მაისი, 2019 წელი.
