“ფოფხაძესთან მქონდა საუბარი ადრე და გამოვრიცხავ ფოფხაძის ფრაქციაში გაწევრიანებას. ეხლა არაფრის თქმა კონკრეტულად არ შემიძლია. მე მინდა დავამშვიდო სერგი კაპანაძე, რომელიც ძალიან არის აღგზნებული სიხარულისგან - ფარები ჩააქრე თუ შეიძლება, ჯერ ნაადრევია თქვენი სიხარული იმიტომ, რომ რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის შეფასებას დამნაშავე რეჟიმად, დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, მე ვიქნები თუ არ ვიქნები ვიცესპიკერი.”

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა პარტია “პატრიოტთა ალიანსი”, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 2018 წელი, 19 სექტემბერი.