„ანაკლიის პორტს ძალიან დიდი ხანია აქვს პრობლემები და ეს პრობლემები დაიწყო 2019 წლის 9 იანვარს, როცა მთავარი პროკურატურის პირველი საჯარო განცხადება გამოქვეყნდა. ამიტომ, რაც არ უნდა ეცადონ დაწინაურებული, ძველი, ახალი, გადამდგარი მინისტრები, რომ ამ პროექტთან გააკეთონ შეფასებები, ყველაფერს აქვს თავისი დრო. თავის დროზე ამასთან დაკავშირებით განცხადება არავის გაუკეთებია. შესაბამისად მე შემიძლია ვთქვა, რომ ანაკლიას საფრთხე სხვა დროში შეექმნა. ამ პორტთან დაკავშირებით, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ თავისი სათქმელი არ თქვა, სიტყვით შეიძლება ეხმარება, მაგრამ საქმით ხდება სხვა რამე.“
ანაკლიის კორსოციუმის ირგვლის განვითარებული მოვლენები შეაფასა, ფორბს საქართველოს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ. 2019 წელი, 25 ივლისი.
