„მე, ვემხრობი ნეიტრალიტეტის თემაზე ღია დიალოგის გახსნას. იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ტაბუდადებული თემები, რომლებიც ღრმა ანალიზის გარეშე მიდის რაიმე დასკვნამდე. მე, ვემხრობი ამ თემის გახსნას და როდესაც ამ თემაზე შედიხარ, ძალიან ბევრი ფორმატია, რომ საზოგადოების აზრი ზუსტად გავიგოთ, დავსვათ ის შეკითხვები, რომელიც არსებობს. თავისთავად ცხადია მე, მახსოვს ეს ქვეყანა მიისწრაფოდა კომუნიზმისკენ და ყველა იმეორებდა ერთი და იგივე სიტყვებს. არც ასეთი მისწრაფება მინდა არცერთი ორგანიზაციისკენ თუ ბოლომდე არ არის გააზრებული, ის ყველა გამოწვევა და დადებითი შედეგი, რომელიც ამას მოჰყვება. მივესალმები ფორმატებს, როდესაც დაიწყება ჩვვენი გადაწყვეტილების სიღრმისეული ანალიზი ამ მიმართულებით.“
განაცხადა პარლამენტის წევრმა რომან კაკულიამ ტვ პირველის ჟურნალისტთან საუბარში. 6 მაისი, 2019 წელი.
