“მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ქვეყანაში ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება, როგორც პრო-რუსული ორიენტაცია, როდესაც შესაძლო რუსულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ. ამ ქვეყანაში რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა არ არის პრო-დასავლურობის ინდიკატორი.“

რამდენიმე დღის წინ გამოთქმული მოსაზრება განმარტა, პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 10 იანვარი.