"არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები, რომელთაც შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი და ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ მათი მოთხოვნით. ამავდროულად, არსებობენ მეორე ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიების წევრები, ეს არის ლეიბორისტული პარტია, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო. მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის იმიტომ, რომ ის ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.”
განაცხადა ქალაქის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 25 მაისი.
