„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, ეს არის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსებას. მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის აკადემიურ საფეხურზე. დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს სასწავლო გრანტის ფარგლებში, წლიური 2250, ხოლო სემესტრული 1125 ლარით. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50, 70 და 100 პროცენტიან დაფინანსებას.“

განაცხადა ქალაქის მერმა, კახი კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 2019 წელი, 28 თებერვალი.