„ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის პირველი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია, ვინც ტაქსის საქმანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება, რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. რაც შეეხება შეზღუდვებს, მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით „ტაქსაობის“ აკრძალვა, რა თქმა უნდა, გარკვეული ოდენობით ტაქსის რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია.“
განაცხადა ქალაქის მერმა, კახი კალაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“. 2018 წელი, 21 დეკემბერი.
