"რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 2018 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6.5%-ს შეადგენს. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ასევე კვარტალურ ჭრილში. მიმდინარე წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელია 5.5%. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უკავია კერძო სექტორს".
განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 2018 წელი, 8 ივნისი.
