"სასტუმროში, რამდენადაც ვიცი, 600-მდე ადამიანია დასაქმებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, თბილისს მივულოცო ამ ახალი, ძალიან კარგი სასტუმროს გახსნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, თბილისელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, თავშეყრის საყვარელი ადგილი იქნება.
დარწმუნებული ვარ, რომ "Stamba Hotel" - რომელშიც ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს სიძველე და მოდერნი და აბსოლუტურად უნიკალური და გამორჩეულია, იქნება მიზიდულობის ცენტრი, არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ თბილისელებისთვის, მთელი საქართველოს მცხოვრებლებისთვის".
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „აჭარა ჯგუფის“ მიერ ახლად გახსნილ სასტუმრო "Stamba Hotel"-ში განაცხადა. 15 მაისი, 2018.
