“ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას პრემიერმინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა სადაც, მე სწორად ამ საკითხების ანალიზის ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველჰყოფს ქართული დემოკრატიისათვის.”
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე. 2018 წელი, 16 ოქტომბერი.
