“მე ვუყურებ როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც შეძლო, ერთ ოთახში ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის - სამართლიანი არჩევნებისთვის. მე მინდა გავახსენო ჩვენ საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით? „გადადექი“, ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რითიც მივმართავდით ხელისუფლებას. დღეს ოპოზიცია არის გაერთიანებული ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ, არა გადადექი, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება.

განაცხადა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 6 დეკემბერი.