“როდესაც ასეთ კამპანიას იწყებს ადამიანი, კონკრეტული ინფორმაციის თქმა და დასახელება კონკრეტული პირების, უკვე უფლება კი არ არის, არის ვალდებულება. იმ ადამიანებმაც, ვინც ამ ამბავში არიან გარეულები, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე. არ შეიძლება, რომ კონკრეტულ მედია საშუალებას ამოეფარო და თქვა, რომ მე არ მინდა გადასახადების გადახდა. რაც მთავარია, მედიას ამ ქვეყანაში არასოდეს საფრთხე აღარ დაემუქრება.”
განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, კურიერის ეთერში, ტვ იბერიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას. 2018 წელი,21 სექტემბერი.
