„ჩვენ ყველა მივესალმებით ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნას. ნათიას ჯერ კიდევ სასწავლებლიდან ბევრი ბიზნესმენი იცნობს. ვერ მოაგვარა წინა მინისტრმა ქობულიამ ტემპის დაჩქარება და მე მიყვარს ხოლმე სიტყვა, ნათია უფრო Mercedes-ია... ჩქარ-ჩქარა… წლებია ნათიას ვიცნობ და სულ ასეთია. მოლოდინებს რაც შეეხება, ყველაზე მთავარია ის, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები გვინდა. პირობა მივიღეთ ნათიასგან, რომ არ შეაფერხებს გადაწყვეტილებებს. ზოგჯერ უარიც კარგი პასუხია ბიზნესისთვის, ვიდრე - „დაკიდებული“ საქმე.“
ამის შესახებ BM.GE-ის ჟურნალისტთან, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ისაუბრა. 2019 წელი, 9 მაისი.
