„საქართველოს მთავრობამ გააკეთა აბსოლუტურად სწორი, პრაგმატული და რაციონალური არჩევანი, როდესაც გადაწყვიტა მიზნობრივი ჯანდაცვა გადაერთო საყოველთაო ჯანდაცვაზე.  ჯანდაცვის სამინისტრო მართავს ყველა სახელმწიფო პროექტს პლუს საყოველთაო ჯანდაცვა, თვეში ერთ ადამიანზე საშუალოდ 17-18 ლარის დანახარჯით. სადაზღვევო ენაზე ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ყიდვა რომ დასჭირდეთ სადაზღვევო პაკეტის, 17-18 ლარად უნდა იყიდონ ისეთი პაკეტი, რომელიც უზრუნვეჰყობს იგივეს, რასაც აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც თუნდაც ორჯერ მეტი თანხით იგივეს გაკეთებას შეძლებდა რასაც აკეთებს სამინისტრო." 

განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სერგეენკო საკომიტეტო მოსმენაზე. 2018 წელი, 19 ივნისი.