„შავი ზღვის აუზსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ნატოს და საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა ყირიმის ანექსიის შემდეგ. უკრაინის საზღვრებთან ხომალდები განლაგებულია და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო, რა თქმა უნდ,ა აცხადებს ინტერესს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხზე საუბარი. ჩვენ, ნატოს უფრო მეტი საზღვაო ხომალდები და უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყვავს, ვმუშაობთ პარტნიორებთან. საქართველოსთან, შავი ზღვის საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ ნატოს ხომალდები მონაწილეობას იღებდნენ „პოსეიდონის“ სწავლებაში. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილია ჩვენი აქცენტები შავი ზღვის რეგიონში.“

განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 2019 წელი, 25 მარტი.