“არაფერი ამაში გასაოცარი და საკვირველი არ არის, მოქალაქეებს ჰქონდათ საპენსიო ფონდის დატოვების უფლება და დიახ, გარკვეულმა ნაწილმა დატოვა საპენსიო სქემა. ამ ადამიანებიდან ვინც ჩვენ დაგვტოვა, ანალიზიც გავაკეთეთ და იყვნენ ისეთი დაბალი ხელფასის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალიან მგრძნობიარეები ასეთი საპენსიო შენატანების მიმართ. მომავალში, კიდევ უფრო გავაძლიერებთ კამპანიას, რომ ადამიანებმა გაიგონ ამ რეფორმის სიკეთეების შესახებ. სხვათაშორის, არის დადებითი ტენდენცია, რომ ადამიანები ბრუნდებიან საპენსიო სქემაში.“
განაცხადა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ. 2019. 12 აგვისტო.
