“მინდა ვთქვა, რომ აი გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემმა აქ არყოფნამ ასეთი რეზონანსი გამოიწვია. ეს არ იყო შვებულება აღებული დასვენების მიზნით. ეს იყო იძულებითი შვებულება, რადგან როგორც მე არაერთხელ მითქვამს, მე არ ვგეგმავდი ჩემი წინა სამსახურიდან წამოსვლას, არ მქონდა ამის არც წარმოდგენა და ვერც ვიფიქრებდი, რომ დავინიშნებოდი საქართველოს ეკონომიკის მინისტრად. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა სფეციფიური სიტუაცია, მე დამრჩა გადასაბარებელი ძალიან ბევრი საქმე წინა სამსახურში, დამჭირდა დრო, რომ გადმოვბარგებულიყავი და აგრეთვე დამჭირდა დრო, რომ ჩამეტარებინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც მქონდა დაგეგმილი დიდი ხნით ადრე.”
განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გამართულ ბრიფინგზე. 2018 წელი, 12 სექტემბერი.
