„ბევრჯერ გავაკეთე განცხადება, რომ მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული. რა თქმა უნდა ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ- მინისტრს და მან დაწერა განცხადება. 

ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის გზით იქნა მიღებული. ეს იყო მთელი რიგი მიზეზები. მე არ ვუჭერდი მხარს რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი მოხსენება და შეიძლება ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი.“

განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, საპარლამენტო მოსმენაზე. 2019 წელი, 15 მაისი.