„არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ეს არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება. ჩვენ ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად ვვითარდებოდით, ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა აისახება მოსახლეობაზე. გვაქვს ფაქტები და ციფრები სიღარიბესთან, შემოსავლებთან დაკავშირებით, შემოსავლები იზრდება. ჩვენ ყოველწელს და ყოველთვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ.“

განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. 2018 წელი, 20 დეკემბერი.