“ჩვენი კომპანიები არის პრაქტიკულად დაჩაგრული და ვფიქრობ ლოტების დაყოფა, პირობების მორგება ქართულ კომპანიებზე ეს იქნება კარგი სიკეთე. ეს არ არის სირცხვილი საკუთარი კომპანიების დაცვა, როგორც ნებისმიერი ოჯახის უფროსი იცავს საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე უნდა იყოს სახელმწიფო მომართული - უნდა იცავდეს საკუთარ კომპანიებს. პროტექციონული მიდგომა ეს არის საკმაოდ კარგი მიდგომა, თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გავაძლიეროთ.”

განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა პარტია ქართული ოცნებიდან, დავით ჭიჭინაძემ, საქმის კურსთან საუბარში. 2018 წელი, 7 ივლისი.