„როგორც იცით გუშინ, ჩვენ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია. საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის. დღეს ვიგებთ ამ განცხადებას, ისევ ტელევიზიით, ისევ იმისათვის, რომ ზიანი მივაყენოთ, მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ინტერესებს, ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს. თუ ჰგონია ვინმეს, რომ ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ეს არის ჩვენი შვილების, შვილისშვილების პროექტი, საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა. არის ქვეყნის ეკონომიკური გარღვევა, ეს არის ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი. აი, ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი.“
განაცხადა, პროკურატურაში შესვლამდე, ანაკლიის კონსორციუმის პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 24 ივლისი.
