„ვფიქრობ, სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის გამო. გუშინ ამ თემაზე კომენტარი ვერ გავაკეთე, რადგან დრო დამჭირდა, გამერკვია ბრალდების შინაარსი. არქიტეტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს და მითითებებს, მითითება - სავალდებულია, რეკომენდაცია - არა. მისმა თანამშრომლებმა ბატონ ვასილს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და არასწორი ვიდეომიმართვა გაკეთდა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, „ფრესკოს“ შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს. ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს. აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა არა მგონია ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს.“
ამ განცხადებით, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე სუპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადებას გამოეხმაურა. 2019 წელი, 17 აპრილი.
