“დღეს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის არა უბრალოდ რომელიმე პარტიის ინტერესში, არამედ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული ამოცანა, რომელსაც ითხოვს საზოგადოება, რომ არც ერთი ხელისუფლება ასეთი არაპროპორციული, ასეთი არასწორი და უკონტროლო ბერკეტებით ხელისუფლებაში არ მოვიდეს. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველას ამოცანაა დღეს ვაიძულოთ ხელისუფლება და ეს გავაკეთებინოთ. არ არსებობს საზოგადოებაში ძალა, რომელიც დღეს არ ფიქრობს ამ აუცილებელ ამოცანაზე, რომ მივაღწიოთ პროპორციულ არჩევნებს.” 

განაცხადა პარლამენტის წევრმა პარტია “ევროპული საქართველოდან”, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 2018 წელი, 4 დეკემბერი.