"მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია რამდენად გულწრფელი ან არაგულწრფელი იქნება ის ამ ყველაფრის შეფასებაში. ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას ედავება ხელისუფლება თიბისი ბანკს, რატომ ედავება და რა და ვინ დგას ამ დავის უკან. ამიტომ, რაც უფრო გულწრფელი იქნება მამუკა ხაზარაძე, მით უფრო მეტი შანსი და პერსპექტივა ექნება მას საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების.“
ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეზე გააკეთა. 2019 წელი, 19 თებერვალი.
