“5 ათასი ოჯახი საქართველოში უნდა დარჩეს უმუშევარი, უნდა დაკარგოს შემოსავალი და დარჩეს პირისპირ ბანკის ვალებთან იმისთვის, რომ 2-3-მა ოჯახმა შექმნას მონოპოლია და იშოვოს დამატებით მილიონები. აი ეს არის ხორბლის გადაზიდვის სფეროში დღეს შექმნილი სიტუაცია, ეს სიტუაცია შეიქმნა სახელმწიფოს მონაწილეობით, ეს სიტუაცია შეიქმნა ფინანსთა მინისტრის ხელით და მისი ბრძანების შედეგად. ამ მონოპოლიის შექმნას გარდაუვლად მოყვება ხორბალზე და ფქვილზე ფასების გაძვირება და ეს გააძვირებს პურს საქართველოში.”

განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა პარტია “ევროპული საქართველოდან", დავით ბაქრაძემ მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ, კურიერთან ინტერვიუში. 2018 წელი, 14 სექტემბერი.