“ამის გარანტი გახლავთ სწორედ ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა; ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების შეფასებას, ჩაიხედეთ თვითონ სტრასბურგის შინაარსში, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის ეს საკითხი დაფიქსირებული. მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.“

განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 19 ივლისი.