„ბუნებრივია ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს კონკრეტული ორიენტირები, რომ დაგეგმოს და გააკეთოს თავისი ბიზნეს საქმიანობა. ნებისმიერი ბიზნესი სარგებლობს სხვადასხვა ორიენტირით, როგორიცაა საშუალო წლიური ლარის კურსი ან სხვა პარამეტრი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ბიზნესის არგუმენტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ბიზნესგეგმა არ კეთდება სამ დღეზე. საქართველოს მთავარი პრობლემა არის დამოკიდებულება იმპორტზე და ჩვენი მცირე ზომა. შესაბამისად ამოცანაც არის ეს, რომ ჩვენ შევძლოთ ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ეს დეფიციტი შევამციროთ. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა უახლეს ისტორიაში, რომელმაც შესძლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშდეფიციტი შეამცირა ორჯერ. ჩვენ შევძელით და გავხადეთ ლარი ნაკლებად მოწყვლადი, რეგიონში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე.“
ლარის კურსის ვარდნაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 2019 წელი, 23 მაისი.
