"დაღვრილი სისხლი და დათხრილი თვალები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ივანიშვილის კანდიდატისთვის, რომ ეხლა მაინც ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ხვალ იგივე დანაშაულებრივ შეცდომას არ დაუშვებს და საქართველოს მტერს, რომელმაც გამოიწვია ეს რეაქცია, რომელმაც გამოიწვია ეს უბედურება, ხვალაც აპირებს მის შემოშვებას. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, ვინ წარადგინა პრემიერობის კანდიდატად ივანიშვილმა. კანდიდატად, რომელიც ხვალ აპირებს მორიგი გავრილოვის ღამე მოაწყოს, მინიმუმ არ გამორიცხავს მას".

მიმართა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას საპარლამენტო მოსმენაზე. 2019 წელი, 6 სექტემბერი.