7 მაისს ამოქმედებულმა რეგულაციამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა. სტატისტიკურად კვლავ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. სულ სამი კვირაა, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ჩვენს ბანკზე დაყრდნობით, სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით 50-70 პროცენტით შემცირებულია გაცემა. რაც შეეხება განვადებებს, შემცირება 30-50 პროცენტიანია.

განაცხადა „თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 2018 წლის, 29 მაისი.