"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის, თუმცა, მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც გაცილებით იაფი დაჯდება".

სებ-ის მიერ 50 მილიონიანი ოფისის აშენების თაობაზე კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ. 2019 წელი, 10 ოქტომბერი.