„ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებული ფასების ზრდა. ის, რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება, მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან სრული კოორდინაციით, დავიცვათ ლარის კურსი, ასევე ფასების სტატბილურობა, რამეთუ გვესმის, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი.“

განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 1 ოქტომბერი.