„ყველაფერი რაც ხდება, ერთი მთავარი თემის ნაწილია, რომ ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ სახელმწიფო და არც ვცხოვრობთ სახელმწიფოში. ჩვენ ვართ ერთი კაცის დუქანი და ამ მედუქნეს როგორც მოეხასიათება, ისე ხდება ყველაფერი. არც სახელმწიფო ინსტიტუციები არსებობს, არც კანონი, არც კონსტიტუცია. აი იმ კაცს, რა ხუშტურიც თავში მოუვა და დაარტყავს, ვისაც ამოიჩემებს, აი ისე ხდება ყველაფერი.“

განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადების შეფასებისას, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში. 2019 წელი, 21 თებერვალი.