"არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელიც არ ექვემდებარებოდეს განხილვებს. ეს განხილვები მიმდინარეობს დღესაც. 99%-ს სიზუსტიდაც, რომ იყოს ცნობილი გადაწყვეტილება, ის ერთი პროცენტი არის საჭირო სრული, საბოლოო შედეგისათვის და მიუხედავად ჩემი გრძელი პასუხისა და მოკლე ინფორმაციისა, უნდა მაპატიოთ, რომ არ მაქვს ამ თემაზე დაზუსტებული პასუხი".
პრემიერ-მინისტრის სავარაუდო შეცვლის თაობაზე განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე. 2019 წელი, 2 სექტემბერი.
