„ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, ეს დიდი ბრიტანეთის ქმედებაა. მოხარულები ვიქნებით მათ მიერ გათავისუფლებული ადგილის დაკავებით. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ამ გამოწვევებთან თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ახლოს ვართ. პასუხი ამ გამოწვევებზე არის ის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემი კონკურენტი რუსეთის კანდიდატი იყო, თუმცა საქართველომ ევროპა, ევროპული გზა აირჩია. რუსეთთან 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არის ერთიანი. დღეს, გუშინ და 18 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევდა და ირჩევს ევროპულ გზას.“
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მიერ გამართულ დებატებში. 2019 წელი, 14 მაისი.
