“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო. სამწუხაროდ, როგორც ვნახეთ დეპუტატთა გარკვეულმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა. როგორც არ უნდა შეეცადონ, ამ პროცესის წარმოდგენას და ინტერპრეტაციას, ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება, ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს წარმოჩენა.“
საგანგებო ბრიფინგზე განმარტება გააკეთა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ. 2014 წელი, 15 ნოემბერი.
