„პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ ეს დოკუმენტი არ იყო და არ არის მშენებლობის ნებართვა. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის პირობები, რომელიც გაიცემა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს მიერ, კერძოდ მშენებლობისა და ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული, რის შესახებაც მან არ ჩაგვაყენა საქმის კურსში არც მე და არც ერთი მოქმედი მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და შესაბამისად, ეს პიროვნება სამსახურიდან არის განთავისუფლებული. რაც შეეხება თავად ამ დოკუმენტს, ჩვენ შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ პროცედურული დარღვევები, მაგალითად ერთ-ერთი დარღვევა არის, როდესაც ვსაუბრობთ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, მიწის მესაკუთრე და ამ შემთხვევაში სახელმწიფო (ქონების მართვის სააგენტო) არ იყო ამაში ჩართული და არ არსებობს მათთან შეთანხმება. შესაბამისად, ქონების მართვის სააგენტოს მომართვის საფუძველზე, ჩვენ ეს დოკუმენტი გავაუქმეთ. ანაკლიის პორტი არის და იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტული ლოგისტიკური პროექტი. არნახული სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს.
განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 30 მაისი.
