“ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუკი ეს, ჩვენი აზრით, აბსოლუტურად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება, იმიტომ, რომ ჩვენ წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ საქართველოში მიუხედავად ყველაფრისა ტურიზმი იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან უბრალოდ სახმელეთო გზებით ან არაპირდაპირი ფრენებით. მათ გაურთულდათ მიმოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან. რის გამოც აიკრძალა ავიამიმოსვლა, უსაფრთხოების თემები აღარ არის დღის წესრიგში, ჩამოდიან რუსი ტურისტები და ადასტურებენ, რომ საქართველო მათთვის არის უსაფრთხო ტურისტული ბაზარი.“
განაცხადა ეკონომიკისი მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში. 2020 წელი, 21 იანვარი.
