„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება გაზარდოს პენსიები, გაუზარდოს ხელფასები, იმ კატეგორიას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის მასწავლებლები, ექიმები, სამხედროები, სამართალდამცავები. ეს გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული და არის სწორად ის პოლიტიკა, რომელსაც ჰქვია მზრუნველი ხელისუფლების პოლიტიკა თავისი მოქალაქეების მიმართ. რა თქმა უნდა გაგვაკრიტიკებს ოპოზიცია, მანამდე იძახდნენ, რომ თურმე 400-500 ლარით რატომ არ ზრდიან პენსიას და ახლა 50 ლარი არ ემეტებათ პენსიონერებისთვის.“
განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემა 360 გრადუსში. 2019 წელი, 4 ოქტომბერი.
