„რუსული ბაზრისთვის თვითონ ევროპელები და თუ მიაქცევთ ყურადღებას, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, ყველაფერი ცხადია, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის და მით უმეტეს ჩვენთვის.
ელემენტარულია ის, რომ პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია და უკვე ძალიან კარგად იციან, მას ჰყავს მომხმარებელი. იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს არიან ქვეყნის მტრები.”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე. 2019 წელი, 17 ივლისი.