„ყველაფერი იყო ნათქვამი, ჩვენი მხრიდან, ჩვენ დამოკიდებულებაზე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში. დაველოდოთ შეფასებებს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ინვესტორების მოძიების მცდელობა იყო მაქსიმალური და მხოლოდ ვერ მოიძებნა ინვესტორები, რაღაცა ობიექტური მიზეზების გამო. აი ეს ანალიზი თუ არ გაკეთდა, ისე პოლიტიკური სტატუსის მინიჭება, ამ მოცემულობისათვის ძნელია.“

განაცხადა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ, ანაკლიის პორტის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე. 2019 წელი, 15 ოქტომბერი.