"მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლებამოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოს, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის. ჩვენმა სამსახურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი – მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს".

თბილისის მერმა ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 2018 წლის, 31 მაისი.