“სალომე ზურაბიშვილი არის, დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი. გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა, საქართველოდან რუსების ბაზების გაყვანაში. პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.”
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ქართული ოცნების ოფისში" გამართულ ბრიფინგზე. 2018 წელი, 1 ოქტომბერი.
