“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქართული ოცნების ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის მცდელობისა კანონპროექტმა, პარლამენტის წევრთა საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად, დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებმაც განაპირობა. ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს, შესაბამისად თემა დახურულია.“
საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა ქალაქის მერმა კახი კალაძემ. 2019 წელი, 25 ნოემბერი.
