„ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და შემდგომ უკვე ახალი კანონმდებლობის მიხედვით ახალი მთავრობის ფორმირება, აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. მოხდება მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება და ეს იქნება იგივე შემადგენლობა იმ განსხვავებით, რომ სამინისტრო [გაერთიანებული] იქნება წარმოდგენილი ფორმალურად მინისტრის მოადგილეების სახით.“

განაცხადა უმრავლესობის წევრმა ქართული ოცნებიდან, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 2018 წელი, 18 ივნისი.