„აი რისი თქმა მინდა - კლანი რა არის? კლანი არის რაღაც ადამიანების შეზღუდული რაოდენობა, რომელიც არის კარგად შეკრული ერთმანეთში და  ჩადის ცუდს. ეს არის კლანი კლასიკური გაგებით. რაღაც ცუდი ხომ უნდა ჩაიდინოს ამ კლანმა/ჯგუფმა? ვეკითხებით ხალხს, დაგვიდეთ ქეისები, დაგვიდეთ საქმეები 2012 წლის შემდეგ [იგ. მოსამართლეების მიერ განხილული საქმეები], ეს ხალხი რას აფუჭებს დღეს? ბიძინა ივანიშვილს შეუფარდეს 150 მილიონიანი ჯარიმა და თქვენ ფიქრობთ, რომ მას სხვაზე ნაკლები წყენა აქვს გულში ჩადებული ამ მოსამართლეებზე? ადამიანები [მოსამართლეები] რომლებიც 2012 წლამდე მასობრივად ცუდ რაღაცეებს სჩადიოდნენ ახლა სჩადიან კარგ რაღაცეებს.“

მოსამართლეთა სიაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ინგა გრიგოლიას „რეაქცია“-ში. 2019 წელი, 5 თებერვალი.