“თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, რომელიც თქვენი მეგობარი იყო, ესე რომ გაწირავთ, ეს თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად და ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს, როდესაც მე ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენ თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მე აღარ მახსოვს, ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, არც ერთი არ მახსოვს, მაგრამ ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად, ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით კოლექტიური ორგანოს მინისტრთა კაბინეტის წევრები. ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმის არგააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანს, ვინც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთანაც ერთად ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს რომ არიან ხელისუფლებაში, მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ.”
განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 2018 წელი, 5 ოქტომბერი.
